Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.


ეკვადორში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

ეკვადორში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
პრეზიდენტის პოსტისთვის 13 კანდიდატი იბრძვის, თუმცა ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მთავარი პრედენდენტი ორია: მემარცხენე რაფაელ კორეა, რომელიც პროფესიით ეკონომისტია და შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი. კორეა ვენესუელის პრეზიდენტის, უგო ჩავესის მოკავშირეა. მეორე კანდიდატი ეკვადორის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბანანის პლანტაციების მაგნატი, კონსერვატორი ბიზნესმენი ალვარო ნობოაა, რომელმაც წარსულში ორჯერ უშედეგოდ დააყენა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG