Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში მიიღეს დეკლარაცია,

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში მიიღეს დეკლარაცია,
რომელიც მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს მიმართ რუსეთის უკანასკნელი პერიოდის პოლიტიკას. განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ უკანასკნელ პერიოდში გატარებელი ზომების ეკონომიკური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული შედეგები. იგი შეიცავს აგრეთვე რუსეთისადმი მოწოდებას, შეწყვიტოს თავის ტერიტორიაზე ქართველების დევნა. ევროპის კავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარმა, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა: "ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, ორივემ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და გაანელოს საჯარო რიტორიკა. ჩემის აზრით, მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დიალოგის მეშვეობით შეიძლება დაუბრუნდნენ ისინი ნორმალურ ურთიერთობებს."
XS
SM
MD
LG