Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებამდე


შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება.

შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება.
სამშაბათს ამერიკელები ხელახლა აირჩევენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატის მესამედს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, დემოკრატებს არჩევნებში წარმატების შანსი აქვთ. მაგრამ რესპუბლიკელთა ლიდერს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მაინც საკუთარი პარტიის გამარჯვების იმედი აქვს: [ჯორჯ ბუშის ხმა] "თავის დროზე ეს უკვე გამოვცადეთ. გაიხსენეთ 2004 წელი - საპრეზიდენტო არჩევნები. მაშინ დემოკრატებს იმედი ჰქონდათ, რომ თეთრ სახლში დაბინავდებოდნენ. არ გამოუვიდათ! ასევე მოხდება 7 ნოემბერს. ჩვენ მოვიგებთ სენატის არჩევნებს, გავიმარჯვებთ წარმომადგენელთა პალატაშიც!" ეს განცხადება ჯორჯ ბუშმა მონტანის შტატში გამოსვლისას გააკეთა.
XS
SM
MD
LG