Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის წინააღმდეგ


ყირგიზეთში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის წინააღმდეგ

ყირგიზეთში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის წინააღმდეგ
სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამას საფუძვლად პრემიერ-მინისტრ ფელიქს ყულოვის მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერები დაედო, რომლებიც, პრემიერ მინისტრის მტკიცებით, ადასტურებს, რომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. თუმცა როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს ქვეყნის გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ამ ეტაპზე გამოძიება არ წარმოებს რომელიმე კონკრეტული ინდივიდის ირგვლივ.
პარალელურად, ბიშკეკის ცენტრში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მოთხოვნას პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის გადადგომა წარმოადგენს. ჩვენი რადიოს მონაცემებით, დღეს მოედანზე დაახლოებით სამი ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბაკიევმა სიღარიბესთან გამკლავება ვერ შესძლო, დემოკრატიული რეფორმები არ განახორციელა, და არ შეასრულა დაპირება თავისი უფლებამოსილების პარლამენტთან გადანაწილების შესახებ. ოპოზიციის ვარაუდით, ორშაბათს აქცია განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი გახდება, ვინაიდან ამ დღეს პრეზიდენტმა პარლამენტს საკონსტიტუციო რეფორმების პროექტი უნდა წარუდგინოს.
XS
SM
MD
LG