Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი თურქეთი


ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი თურქეთი გააფრთხილა, დააჩქაროს პოლიტიკური რეფორმები

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი თურქეთი გააფრთხილა, დააჩქაროს პოლიტიკური რეფორმები
და დაუყოვნებლივ გაუღოს პორტები ბერძნული კვიპროსის გემებს. კომისიის ანგარიშში როგორც არის აღნიშნული, კომისია ანგარიშგასაწევ რეკომენდაციებს გააკეთებს ევროკავშირის მორიგ სამიტამდე, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში ბრიუსელში გაიმართება. ევროკომისია აკრიტიკებს თურქეთს იმის გამო, რომ მის ნავსადგურებში არ უშვებენ კვიპროსის გემებს და ამით დაბრკოლებას უქმნიან თავისუფალ ვაჭრობას. ანგარიშშივე აღნიშნულია თურქეთში შეიარაღებული ძალების კვლავაც გავლენიანი როლი პოლიტიკურ სარბიელზე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, პატიმრების უფლებების ხელყოფა, გაკრიტიკებულია ქალთა და უმცირესობათა დისკრიმინაცია. როგორც ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენმა დღეს აღნიშნა, თურქეთმა მიაღწია გარკვეულ პროგრესს, თუმცა შეზღუდულს. [რენის ხმა] “საჯარო დებატებიდან კაცს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, თითქოს თურქეთი რეფორმების გზაზე უკან იხევდეს. მაგრამ ასე არ არის. თურქეთში მიმდინარეობს პოლიტიკური რეფორმები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ტემპი შენელდა გასული წლის მანძილზე”. ევროკომისიის ანგარიშში თურქეთში მიღწეული წინსვლის შესახებ არ არის დაზუსტებული, გაუწევს თუ არა კომისია რეკომენდაციას თურქეთთან გაწევრიანების საკითხზე უკვე ერთწლიანი მოლაპარაკების შეწყვეტას.
XS
SM
MD
LG