Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯორჯ ალენმა, ვირჯინიის


რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯორჯ ალენმა, ვირჯინიის

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯორჯ ალენმა, ვირჯინიის
შტატში ჩატარებულ კენჭისყრაში დამარცხება ოფიციალურად აღიარა. არჩევნებში მისმა დემოკრატმა მეტოქემ, ჯიმ უებმა გაიმარჯვა. ეს გადაწყვეტილება დემოკრატებს ოფიციალურად ანიჭებს უმრავლესობას შეერთებული შტატების სენატში. 7 ნოემბრის არჩევნებში დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაშიც უმრავლესობა მოიპოვეს. ამდენად, დემოკრატიული პარტია კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებს. ჯორჯ ალენმა არჩევნებში დამარცხებას საგანგებო პრეს-კონფერენცია მიუძღვნა. მან ბიბლიიდან მოიყვანა ციტატა : ”ბიბლია გვასწავლის, რომ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს; დღეს მე ჯიმ უებს და მის გუნდს ტელეფონით დავურეკე და გამარჯვება მივულოცეო”. მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვლის საბოლოო შედეგმა უებს 1 პროცენტზე ნაკლებით მიანიჭა გამარჯვება, ალენმა განაცხადა, რომ ის ხმების ხელახალი დათვლის მოთხოვნით არ გამოვა. დღევანდელი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში პირველად, კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა დემოკრატებს ექნებათ.
XS
SM
MD
LG