Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გაიტაცეს ერაყის განათლების სამინისტროსთან


ერაყში გაიტაცეს ერაყის განათლების სამინისტროსთან არსებული კვლევითი ინსტიტუტის ასზე მეტი თანამშრომელი.

ერაყში გაიტაცეს ერაყის განათლების სამინისტროსთან არსებული კვლევითი ინსტიტუტის ასზე მეტი თანამშრომელი.
გატაცებულთა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის. "პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის ფორმებში გამოწყობილი ტერორისტების ჯგუფი შეიჭრა განათლების სამინისტროს დირექტორატის შენობაში. მათ თქვეს, რომ მსახურობენ კორუფციასთან ბრძოლის ქვეგანაყოფში. ჰქონდათ ძებნილთა სია, მაგრამ იჭერდნენ ყველას, ვინც კი შეეძლოთ - ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს, თანაშემწეებს, დამლაგებლებს. შენობაში პრაქტიკულად არავინ დარჩენილა," განაცხადა ერაყის პარლამენტის წარომომადგენელმა. მთელმა ოპერაციამ ოც წუთს გასტანა. ჯერჯერობით მომხდარისთვის არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG