Accessibility links

logo-print

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში აზია-წყნარი ოკეანის


ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში აზია-წყნარი ოკეანის

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში აზია-წყნარი ოკეანის
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს. სამიტში მონაწილე ლიდერებმა დღეს განაცხადეს, რომ სურთ განახლდეს გლობალური ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება, რომელიც ივლისში შეწყდა. მაშინ შეერთებული შტატები და ევროკავშირი სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული სუბსიდიების შემცირების გზებზე ვერ შეთანხმდნენ. იმისათვის, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მოლაპარაკება განახლდეს, სამიტის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში ვაჭრობისას დათმობაზე წასვლის მზადყოფნა გამოთქვეს. სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი განცხადება უნდა შეიმუშავონ, რომელიც ჩრდილოეთი კორეას ბირთვული პროგრამის შეწყვეტისკენ, და საერთაშორისო მოლაპრაკებაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. კვირას, 19 ნოემბერს ჰანოიში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ორმხრივი შეთანხმება უნდა გააფორმონ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ.
XS
SM
MD
LG