Accessibility links

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ტონი ბლერი


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ტონი ბლერი, დაეთანხმა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ტონი ბლერი, დაეთანხმა
ერაყში 2003 წლის შემდეგ შექმნილი ვითარების ”კატასტროფად’ წარმოჩენას. ბლერს ინტერვიუ ჩამოართვა არაბულენოვანი ტელესადგურის, ”ალ-ჯაზირას’ ახალმა, ინგლისურენოვანმა არხმა. კორესპონდენტის შეკითხვას, წარმოადგენს თუ არა ომის დაწყების შემდეგ ერაყში არსებული ძალადობის ხარისხი კატასტროფას, ბლერმა უპასუხა - ”ეს ასეა”. ერაყში შექმნილი სირთულეები ბლერმა ტერორისტთა და ექსტრემისტთა უმცირესობას დააბრალა - რომლებსაც, მისი თქმით, ქვეყანაში ომის გაღვივება სურთ. ინტერვიუს ბრიტანეთში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციურმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ ეს იმის აღიარებად აღიქვა, რომ ბლერი ერაყში ომის დაწყებას შეცდომად მიიჩნევს. თუმცა საკუთრივ პრემიერ-მინისტრის ოფისი ამას უარყოფს. მათი ვერსიით, ბლერის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთდა.
XS
SM
MD
LG