Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების
პრემიერ-მინისტრები დღეს მინსკში მართავენ შეხვედრას, სადაც 28 ნოემბერს, ბელორუსიის დედაქალაქში დანიშნული დსთ-ს სამიტი უნდა მომზადდეს. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. დღევანდელ შეხვედრაში კი საქართველოს პრემიერ მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ნაცვლად სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ბარამიძე მონაწილეობს. ის საუბარს გეგმავს რუსეთის მიერ სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის თვითგმოცხადებული რესპუბლიკების მხარდაჭერაზე. ბარამიძე მიიჩნევს, რომ დსთ-ის წევრმა ქვეყნებმა ადეკვატურად უნდა შეაფასონ რუსეთის მიერ როგორც ამ ორგანიზაციის ეგიდით არსებული, ასევე საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა.
XS
SM
MD
LG