Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პოლიცია რუსეთის ყოფილი აგენტის


ბრიტანეთის პოლიცია რუსეთის ყოფილი აგენტის,

ბრიტანეთის პოლიცია რუსეთის ყოფილი აგენტის,
ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილის გამოძიებას განაგრძობს. ამ ეტაპზე პოლიცია აანალიზებს ვიდეომასალას, რომელიც ლონდონში დამონტაჟებულმა კამერებმა აღბეჭდეს. პოლიცია ცდილობს აღადგინოს ლიტვინენკოს გადაადგილების ისტორია, საავადმყოფოში მოხვედრამდე სამი კვირის განმავლობაში. ლიტვინენკო ხუთშაბათს გარდაიცვალა. ის მოწამლული იყო იშვიათი რადიოაქტიური ნივთიერებით - პოლონიუმ 210-ით. იზოტოპის კვალს მიაგნეს ლიტვინენკოს ლონდონის ბინაში, და იმ იაპონურ რესტორანსა და სასტუმროში, სადაც ის ავად გახდომის დღეს იმყოფებოდა. ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები გამოკვლევის ჩატარებისკენ მოუწოდებენ ყველას, ვისაც ლიტვინენკოსთან ჰქონდა შეხება - თუმცა აცხადებენ, რომ პოლონიუმის მცირე დოზა საშიშროებას არ წარმოადგენს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ლიტვინენკომ საკუთარ სიკვდილში ბრალი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დასდო. პუტინი ბრალდებას უარყოფს, და ამას ”პოლიტიკურ პროვოკაციას” უწოდებს.
XS
SM
MD
LG