Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯონ


ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯონ რიდმა,

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯონ რიდმა,
პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთის ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილის საქმეზე მომუშავე გამომძიებლებმა რადიაციის კვალს დაახლოებით 12 ადგილას მიაგნეს. რიდის თქმით, სულ 24 ადგილზე მიმდინარეობს დაკვირვება. ლიტვინენკო გასულ კვირაში გარდაიცვალა. ის იშვიათი რადიოაქტიური ნივთიერებით, პოლონიუმ 210-ით იყო მოწამლული.
პარალელურად, ავიაკომპანია ”ბრიტანეთის ავიახაზები” აცხადებს, რომ მის სატელეფონო ცხელ ხაზზე 2500-ზე მეტმა ადამიანმა დარეკა და გამოთქვა შეშფოთება რადიაციით მოწამვლის თაობაზე. ცხელი ხაზი ბრიტანეთის სამართალდამცავებმა აამუშავეს მას შემდეგ, რაც რადიაციის კვალს ორ თვითმფრინავში მიაგნეს. შემოწმება კიდევ ერთ თვითმფრინავს უნდა ჩაუტარდეს, რომელიც ახლა მოსკოვის აეროპორტში დგას. ავიაკომპანია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ლიტვინენკო ავად გახდა, სამ თვითმფრინავთან შეხება დაახლოებით 33,000 მგზავრს და ეკიპაჟის 3,000 წევრს ჰქონდა. ბრიტანეთის შესაბამისი უწყებები აცხადებენ, რომ მოსახლეობას რადიაციის უშუალო საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG