Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენედიქტე მეთექვსმეტე მეორე რომის პაპი


ბენედიქტე მეთექვსმეტე მეორე რომის პაპი გახდა, რომელმაც

ბენედიქტე მეთექვსმეტე მეორე რომის პაპი გახდა, რომელმაც
სტამბოლის ცნობილი ცისფერი მეჩეთი მოინახულა. პაპი მეჩეთში ტრადიციის დაცვით, უფეხსაცმლოდ შევიდა, და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმ მედიტაციას მიმართა. მეჩეთში მისვლამდე, პაპი დაესწრო მსახურებას, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, ბართლომემ ჩაატარა. მსახურების შემდეგ ბენედიქტე მეთექვსმეტემ ქრისტიანთა შორის არსებულ განხეთქილებას ყოვლად მიუღებელი უწოდა და ევროპაში ქრისტიანობის ღრმა ფესვებზე ილაპარაკა.
თურქეთში ვიზიტის მთავარ მიზნად პაპი ვატიკანსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული უთანხმოების განმუხტვას ასახელებს. ორმა რელიგიურმა ლიდერმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, სადაც ნათქვამია, რომ რელიგიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას. მათი თქმით, ევროპა ყველა რელიგიის თუ კულტურის მიმართ ღია უნდა იყოს - და ამავე დროს, თავისი ქრისტიანული კულტურა უნდა დაიცვას.
XS
SM
MD
LG