Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტის სიკვდილს მსოფლიოს სხვადასხვა


თურქმენეთის პრეზიდენტის სიკვდილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

თურქმენეთის პრეზიდენტის სიკვდილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
მოჰყვა გამოხმაურება. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ თურქმენეთთან ურთიერთობის გაღრმავება სურს, იმისათვის, რომ ”ამ ქვეყანას უკეთესი მომავალი ჰქონდეს”. ევროკავშირმა თურქმენეთს პოლიტიკური ცვლილებების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით განხორციელებისკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, იმედი გამოთქვა, რომ თურქმენეთში ხელისუფლების გადაცემა მოხდება კანონიერი გზით, და მოქალაქეთა სასარგებლოდ. ეუთომ თურქმენეთში დემოკრატიული რეფორმის პროცესში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა. პარალელურად, პარიზში განთავსებული ორგანიზაცია, ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” აცხადებს, რომ თურქმენეთს ახლა ცვლილებების განხორციელების საშუალება მიეცა. ორგანიზაცია დროებითი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებული პირები, და პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები. უფლებადამცველი ჰელსინკის ჯგუფის მონაცემებით, თურქმენეთში დაახლოებით 4 000 პოლიტპატიმარია:
[ვიდალის ხმა]: ”პრეზიდენტი ნიაზოვი სამოქალაქო უფლებებს ფართოდ არღვევდა, და ჩვენ მას პრესის თავისუფლების მტრად ვიცნობდით. იმ ქვეყნებს შორის, სადაც მედიის თავისუფლება ყველაზე მეტად იზღუდება, თურქმენეთი მსოფლიოში მეორეა. ამდენად, ეს რეგიონში და საერთოდ, მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ჩაკეტილი ქვეყანაა”. ეს გახლდათ ელზა ვიდალი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა”რეპორტიორები უსაზღვრებოდ”.
XS
SM
MD
LG