Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტის საფარმურად ნიაზოვის ნეშტი


თურქმენეთის პრეზიდენტის საფარმურად ნიაზოვის ნეშტი

თურქმენეთის პრეზიდენტის საფარმურად ნიაზოვის ნეშტი
აშხაბადიდან 15 კილომეტრით დაშორებულ სოფელ კიპჩაკში, ნიაზოვების ოჯახის საგვარეულო მავზოლეუმში დაასვენეს. გზად პრეზიდენტის სასახლიდან კიპჩაკამდე პრეზიდენტის ნეშტს ათასობით ადამიანი მიაცილებდა. მოისმინეთ მცირე ნაწყვეტი თურქმენეთის ტელევიზიის რეპორტაჟიდან:[თურქმენეთის ტელევიზიის დიქტორის ხმა] "ჩვენი ქვეყანა გლოვობს. გლოვობს დედაქალაქი აშხაბადი - დიდი ბელადის აშენებული თეთრი ქალაქი - მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. თურქმენი ხალხი და მისი მრავალრიცხოვანი მეგობრები დასტირიან საყვარელ ბელადს." საფარმურად ნიაზოვის დაკრძალვაზე არაერთი ქვეყნის წარმომადგენლები ჩავიდნენ. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს. ნიაზოვი, რომელიც 21 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თურქმენეთს, 21 დეკემბერს გარდაიცვალა გულის მწვავე უკმარისობით. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ასრულებს გურბანგული ბერდიმუხამედოვი - ყოფილი ვიცე-პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი. 26 დეკემბერს გამოცხადდება საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღი.
XS
SM
MD
LG