Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონის მილიციის უფროსი ოთარ


გალის რაიონის მილიციის უფროსი ოთარ ტურნანბა სოფელ ჭუბურხინჯთან მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა.

გალის რაიონის მილიციის უფროსი ოთარ ტურნანბა სოფელ ჭუბურხინჯთან მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა.
ამის შესახებ "აფსნიპრესის" სააგენტო იუწყება. მძიმედ დაშავდა მილიციის კიდევ ორი თანამშრომელი, რომლებიც მანქანაში ტურნანბასთან ერთად ისხდნენ. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ ინციდენტი "საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ტერორისტულ აქტად" შეაფასა. სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომლის თანახმად, თბილისი არა მარტო სისტემატურად არღვევს მიღწეულ შეთანხმებებს და უგულებელყოფს გაეროს 1716-ე რეზოლუციას, არამედ საკუთარი მიზნების მისაღწევად ტერორისტულ საქმიანობასაც ეწევა. ადგილობრივი ქართველები ტურნანბას გალის რაიონის ქართული სოფლების წინააღმდეგ რეიდების მოწყობაში ადანაშაულებდა.
XS
SM
MD
LG