Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის დედაქალაქში, აშხაბადში ამ


თურქმენეთის დედაქალაქში, აშხაბადში ამ ქვეყნის უმაღლესი მმართველი ორგანოს - სახალხო საბჭოს საგანგებო სხდომაზე - დაადგინეს,

თურქმენეთის დედაქალაქში, აშხაბადში ამ ქვეყნის უმაღლესი მმართველი ორგანოს - სახალხო საბჭოს საგანგებო სხდომაზე - დაადგინეს,
რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი იქნება ახლა მოქმედი პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 11 თებერვალი დადგინდა. პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტურია 21 დეკემბერს საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ. ჩვენი “რადიოს” თურქმენული სამსახურის თანახმად, მოქმედ პრეზიდეტს არ შეუძლია კენჭისყრაში მონაწილეობა. მაგრამ იუწყებიან, რომ სახალხო კრების დეპუტატებმა წინადადება შეიტანეს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ. თურქმენეთის ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი ნურბერდი ნურმამედოვი წარადგინა. ამის შესახებ ჩვენს “რადიოს” დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა ავდი კულიევმა ამცნო. ნურმამედოვი ნიაზოვის გარდაცვალებისთანავე დააპიტიმრეს, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. თუმცა ოპოზიციის სხვა ლიდერმა შვეიცარიაში მცხოვრებმა ჰუდაიბერდი ორაზოვმა “ინეტერფაქსს” უთხრა, რომ საერთო კანდიდატად ის არის წარდგენილი.
XS
SM
MD
LG