Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ყოფილი დიქტატორი, სადამ ჰუსეინი


ერაყის ყოფილი დიქტატორი, სადამ ჰუსეინი მშობლიურ სოფელში,

ერაყის ყოფილი დიქტატორი, სადამ ჰუსეინი მშობლიურ სოფელში,
თიქრითთან მდებარე აუჯაში დაკრძალეს. ის შაბათს სიკვდილით იქნა დასჯილი, მას შემდეგ რაც დამნაშავედ სცნეს კაცობრიობის წინაშე დანაშაულთა ბრალდების საფუძველზე. ყოფილი დიქტატორის ნათესავების ცნობით, დაკრძალვას დაესწრო სალაჰედინის პროვინციის გუბერნატორი ჰამედ ალ-შაკქიც. სადამ ჰუსეინს წელს, 5 ნოემბერს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს 1982 წელს 148 შიიტი მამაკაცის დახოცვის ბრალდების საფუძველზე. 26 დეკემბერს ერაყის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს განაჩენი.
XS
SM
MD
LG