Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ მინისტრი, ნური ალ-მალიქი


ერაყის პრემიერ მინისტრი, ნური ალ-მალიქი, აცხადებს, რომ სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯა

ერაყის პრემიერ მინისტრი, ნური ალ-მალიქი, აცხადებს, რომ სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯა
ერაყის ”საშინაო” საქმე იყო - და ქვეყნებს, რომლებიც ჰუსეინის ჩამოხრჩობის კრიტიკით გამოვიდნენ, აფრთხილებს, რომ ამან შეიძლება ერაყთან მათ ურთიერთობაზე მოახდინოს გავლენა. სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯა საერთაშორისო პოლიტიკის რამდენიმე ლიდერმა გააკრიტიკა - მათ განაცხადეს, რომ ფორმა, რომლითაც სასჯელი სისრულეში მოვიდა, ლინჩის წესით დასჯას უფრო გავდა, ვიდრე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას. განსაკუთრებით მკაცრი კრიტიკით გამოვიდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც სიკვდილით დასჯას ეწინააღმდეგებიან; და ეგვიპტის პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაკი, რომელმაც განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯამ ჰუსეინი ”წამებულად” აქცია. მაგრამ ალ-მალიქი აცხადებს, რომ ჰუსეინის სასამართლო სწორად წარიმართა, და მისი სიკვდილით დასჯა ერაყის ერთიანობას წაადგება.
XS
SM
MD
LG