Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ხუთი წელი შესრულდა მას


დღეს ხუთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კუბაზე,

დღეს ხუთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კუბაზე,
შეერთებული შტატების კუთვნილ გუანტანამო ბეის საპატიმროში, ტეროტიზმში ეჭვმიტანილი პირველი ტუსაღები ჩაიყვანეს. ამ დღის აღსანიშნავად ადამიანის უფლებების დამცველებმა რამდენიმე ქვეყანაში გამარტეს აქციები. ერთმა ჯგუფმა საპროტესტო აქცია საკუთრივ საპატიმროს წინ გამართა: [აქციის მონაწილეების ხმა]: ”ჩვენ აქ ვართ და გუანტანამოს ციხის გაუქმებას მოვითხოვთ”. ორგანიზაციები - Amnesty International-ი, და Human Rights Watch-ი შეერთებული შტატების მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, დახუროს გუანტანამოს საპატიმრო. ეს ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ტუსაღებს ან ბრალდება უნდა წაეყენოთ - ან ისინი უნდა გაათავისუფლონ. ვაშინგტონი ამ საპატიმროს ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებული ომის აუცილებელ ელემენტს უწოდებს.
XS
SM
MD
LG