Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სტამბოლში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა


დღეს სტამბოლში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარასკევს მოკლული სომხური ეროვნების

დღეს სტამბოლში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარასკევს მოკლული სომხური ეროვნების
თურქი ჟურნალისტის, ჰრანტ დინკისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. მკვლელობა აღიარა 17 წლის ოღუნ სამასტმა. იგი ამბობს, რომ დამოუკიდებლად მოქმედებდა. სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა გაზეთ "აგოს"-ის ოფისის წინ, სადაც დინკს სამჯერ ესროლა მკვლელმა. აქიდან პროცესია გაემართა სომხური საპატრიაროქოს ეკლესიაში. დაკრძალვაზე ხალხს ეჭირა ტრანსპარანტები შემდეგი შინაარსის წარწერებით: "ჩვენ ყველანი ჰრანტ დინკი ვართ, ჩვენ ყველანი სომხები ვართ!"

XS
SM
MD
LG