Accessibility links

logo-print

ისრაელი გეგმავს უპასუხოს თავდასხმას, რომელიც


ისრაელი გეგმავს უპასუხოს თავდასხმას, რომელიც თვითმკვლელმა

ისრაელი გეგმავს უპასუხოს თავდასხმას, რომელიც თვითმკვლელმა
მოიერიშემ წითელი ზღვის კურორტ ეილატში მოახდინა, და სამი ადამიანი იმსხვერპლა. ამ განცხადებით ისრაელის პრემიერ მინისტრი, ეჰუდ ოლმერტი, გამოვიდა. ვაშინგტონმა ”მკაცრად დაგმო” ეს თავდასხმა, და ”ის პალესტინელი ტეროტისტული დაჯგუფებები, ჰამასის ჩათვლით, რომლებიც ამგვარ ბარბაროსულ აქტებს დასაშვებს ხდიან”. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარი თავდასხმების აღკვეთაზე პასუხისმგებლობა უწინარესად პალესტინის ავტონომიას აკისრია.
დღეს ისრაელის პარლამენტმა დაამტკიცა კაბინეტის პირველი მაჰმადიანი არაბი მინისტრი. შრომის პარტიის წარმომადგენელი რალებ მაჯადალე უპორტფელო მინისტრი გახდა. ისრაელის მოსახლეობის 20 პროცენტი არაბები არიან.
XS
SM
MD
LG