Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობა


ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობა აცხადებს,

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობა აცხადებს,
რომ ერაყის ძალებმა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს, სამინისტროში სამუშაოდ შიიტი ექსტრემისტების მიყვანის ბრალდებით. ამერიკის მხარე დაკავებულის სახელს არ ასახელებს - თუმცა ამ განცხადების გავრცელებამდე სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ სამხედრო რეიდისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰაკიმ ალ-ზამილი დააკავეს. ალ-ზამილი რადიკალი შიიტი სასულიერო პირის, მუქთადა ალ-სადრის მოძრაობის წევრია. ერაყის ჯანდაცვის მინისტრმა, ალი ალ-შემარიმ რეიდი დაგმო, და ეს ერაყის დამოუკიდებლობის დარღვევად შეაფასა. რეიდის პარალელურად, ქვეყანაში გაგრძელდა ძალადობის შემთხვევები. რამდენიმე ქალაქში მომხდარ თავდასხმებს 69 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG