Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი და რეგიონული ადმინისტრაციების კონგრესმა


ადგილობრივი და რეგიონული ადმინისტრაციების კონგრესმა არ მიავლინა თავისი მეთვალყურეები აფხაზეთში

ადგილობრივი და რეგიონული ადმინისტრაციების კონგრესმა არ მიავლინა თავისი მეთვალყურეები აფხაზეთში
11 თებერვალს გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელსაც თან სდევს 4 მარტის საპარლამენტო არჩევნები.
კონგრესის პრეზიდენტმა ჰალვდან სკარდმა განაცხადა, რომ ამ არჩევნების გამართვით დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. ამგვარად, ეს არჩევნები არ შეესატყვისება ამ სფეროში არსებულ ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს. მან ასევე მოუწოდა ქართულ ხელისუფლებას არ დაიშურონ მთელი მათი ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ რეგიონში სტაბილურობა და აფხაზეთის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.
კონგრესმა მონიტორინგი გაუწია 2006 წლის 5 ოქტომბერს საქართველოში გამართულ ადგილობრივ არჩევნებს და დაასკვნა, რომ ხდება პირადი თავისუფლებების პატივისცემა, მაგრამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უნდა გაკეთდეს უფრო დიდი განსხვავება ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის.
XS
SM
MD
LG