Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის ინიციატივა,

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის ინიციატივა,
რომელიც სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებდა. წინადადება 30 ხმით 26-ის წინაღმდეგ ჩავარდა. დადგენილების პროექტის ინიციატორი ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი” იყო, რომელსაც მხარს სხვა ოპოზიციური ფრაქციებიც უჭერდნენ. ისინი კომისიის შექმნის აუცილებლობას იმით ასაბუთებდნენ, რომ სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობებთან დაკავშირებული ბევრი მასალა სასამართლოსა და პროკურატურის გამოძიების მიღმა დარჩა. დეპუტატები მმართველი პარტიიდან ოპოზიციონერ კანონმდებლებთან დებატებში არ ჩართულან. უმრავლესობის ლიდერების აზრით, ოპოზიცია მკვლელობებით ”პოლიტიკურ სპეკულაციას” ეწევა.
XS
SM
MD
LG