Accessibility links

logo-print

ნატოს შემფასებელთა მისია დადებითად აფასებს


ნატოს შემფასებელთა მისია დადებითად აფასებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმას.

ნატოს შემფასებელთა მისია დადებითად აფასებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმას.
ნატოს დელეგაციამ თავდაცვის სამინისტროში დღეს შეხვედრები გამართა და საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებს რეკომენდაციები მისცა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიას განცხადებით, რეკომენდაციები ძირითადად შეეხო სოციალური უზრუნველყოფის, სტრუქტურული რეფორმისა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის საკითხებს. ხვალ ნატოს შემფასებელთა მისია გორში სამხედრო ჰოსპიტალს ეწვევა, რის შემდეგაც საჩხერეში სამხედრო ძალების სამთო მომზადების ცენტრს დაათვალიერებს.
XS
SM
MD
LG