Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელი სერბების მთავრობა ღრმა სინანულს


ბოსნიელი სერბების მთავრობა ღრმა სინანულს გამოთქვამს 1992-95 წლებში

ბოსნიელი სერბების მთავრობა ღრმა სინანულს გამოთქვამს 1992-95 წლებში
ბოსნიის არასერბი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო. დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხდებაში ნათქვამია, რომ "რეპუბლიკა სრპსკა" მასქიმალურ ძალისხმევას გამოიჩენს ეჭვმიტანილების მართლმასჯულებისთვის გადასაცემად. ეს განცხადება მოჰყვა ჰააგაში განთავსებული საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბოსნიის ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე. ამ გადაწყვეტილებით, სერბიას არ ეკისრება პასუხისგმებლობა გენოციდისთვის ბოსნიაში. იქ, ქალაქ სრებრენიცაში, 1995 წელს 8 ათასამდე მუსლიმანი მამაკაცი და ბიჭუნა იქნა დახოცილი, რაც საერთაშორისო სასამართლომ გენოციდად აღიარა. გაეროს ამ, ჰააგაში განთავსებული უზენაესი სასამართლოს ვერდიქტმა ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია ბოსნიაში. გუშინ სარაევოში ათასობით ადამიანმა, უმეტესწილად მუსლიმანებმა გამოთქვეს პროტესტი.
XS
SM
MD
LG