Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური მხარის მიერ 1 მარტს


აფხაზური მხარის მიერ 1 მარტს, სოფელ შამგონასთან დაკავებული სამი ქართველი სტუდენტისადმი სოლიდარობის გამოხატვის,

აფხაზური მხარის მიერ 1 მარტს, სოფელ შამგონასთან დაკავებული სამი ქართველი სტუდენტისადმი სოლიდარობის გამოხატვის,
და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ხვალ დანიშნული საპარლამენტო არჩევნების გაპროტესტების მიზნით, საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა. დაინთო სიმბოლური კოცონი. თავად ორგანიზატორთა განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით აქციებში მონაწილეობა დაახლოებით 3,000მა ახალგაზრდამ მიიღო. აქციებში მონაწილეთა რაოდენობის სხვა წყაროებთან გადამოწმება არ მოხერხდა. იუწყებიან, რომ კვირას დანიშული საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩასატარებლად აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პარასკევს აფხაზურმა ტელევიზიამ დაკავებული სტუდენტების პრეს-კონფერენცია გადასცა. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნების ჩასაშლელად პროვოკაციას გეგმავდნენ. სტუდენტების ახლობლები ამბობენ, რომ ეს განცხადებები დაკავებულებმა ზეწოლის შედეგად გააკეთეს.
XS
SM
MD
LG