Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნების


აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნების თემაზე დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა,

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნების თემაზე დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა,
ზურაბ ნოღაიდელმა, ბრიფინგი გამართა. მან ამ არჩევნებს ”ამორალური” და ”უკანონო” უწოდა, და აფხაზურ მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ მოუწოდა: [ნოღაიდელის ხმა]: ”არჩევნები იქ არა მარტო უკანონოა, არამედ ამორალურიც. შესაბამისად, ამ, ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, არანაირი შედეგი, არანაირი მორალური ან კანონიერი შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს, მოგეხსენებათ. ეს ერთი ნაწილი, რაზეც მინდოდა აუცილებლად გამეკეთებინა კომენტარი. ამის მიუხედავად, ჩვენ ვთავაზობთ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობას, ყოველგვარი გადადების, დაგვიანების და წინაპირობის გარეშე, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარებას - რაც, საბოლოო ჯამში, უნდა გახდეს ამ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და მშვიდობიანი მოწესრიგების საფუძველი. ჩვენ აფხაზეთს ფართო ავტონომიას ვთავაზობთ”.
XS
SM
MD
LG