Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა ისმაილ ჰანიამ პრეზიდენტ


პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა ისმაილ ჰანიამ პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს

პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა ისმაილ ჰანიამ პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს
წარუდგინა ახალ მთავრობაში შემავალი მინისტრების სია. ეს ნაბიჯი მოჰყვა ეროვნული თანხმობის მთავრობის შესახებ გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რომელმაც ბოლო მოუღო რამდენიმეთვიან დაპირისპირებას ჰანიასა და აბასის პოლიტიკურ ორგანიზაციებს "ჰამასსა" და "ფატაჰს" შორის. მაგრამ ისრაელის საგარეო უწყების პრეს-მდივან მარკ რეგევის განცხადებით, ისრაელი არ იმუშავებს ახალ მთავრობასთან და იმავდროულად საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწოდებს, უარი თქვას პალესტინელების ახალ კოალიციურ მთავრობასთან თანამშრომლობაზე. მიზეზი, მარკ რეგევის განმარტებით, ის არის, რომ პალესტინელების კოალიციურ შეთანხმებაში არ არის შესრულებული უცხოეთის მოთხოვნა ძალადობაზე უარის თქმის, ისრაელის არსებობის უფლების აღიარებისა და ისრაელთან ადრე დადებული შეთანხმებების პატივისცემის შესახებ.
XS
SM
MD
LG