Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფება.
დღეს ის სიტყვით გამოვიდა კაპიტოლიუმში, და შემდეგ წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ნენსი პელოსის შეხვდა. ვაშინგტონში მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასეთი განცხადება გააკეთა: [ნინო ბურჯანაძის ხმა]: ”ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა გახლდათ ის, რომ არა მარტო რესპუბლიკელებს შევხვედროდით - რომლებთანაც დიდი ხნის ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, არამედ შევხვედროდით დემოკრატებს, იმ ადამიანებს, ვინც ახლა რეალურად საკანონმდებლო ხელისუფლებაში არიან ხელისუფლების სათავეში, და ვისთანაც ახალი კონტაქტების დამყარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო არის საკითხი, სადაც ორივე პარტიას მიაჩნია, რომ ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს”. დღესვე,
ნინო ბურჯანაძე შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მადლენ ოლბრაიტს, და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ პოლ გილმორს შეხვდა. ნინო ბურჯანაძე ვიზიტს ნიუ-იორკში განაგრძობს.
XS
SM
MD
LG