Accessibility links

logo-print

რატომ გაჭიანურდა ევროსასამართლოში საქართველოს სარჩელის შეტანა რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 27 მარტს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენელი ბესარიონ ბოხაშვილი გააკეთებს. საქართველოს მხარემ ევროსასამართლოში სასარჩელო განცხადება ვადის ამოწურვამდე 3 დღით ადრე წარადგინა. ბოლო დრომდე ეს პროცესი ბურუსით იყო მოცული, რადგან სარჩელის შეტანის ვადა კონფიდენციალურად რჩებოდა. მთავრობის წარმომადგენლების სურვილმა ყველაფერი კონფიდენციალურად განხორციელებულიყო ეჭვი და გაურკვევლობა არა მარტო ოპოზიციის წარმომადგენლებში, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერებშიც წარმოშვა. საინტერესოა, რამ გამოიწვია ევროსასამართლოში საქართველოს სასარჩელო განაცხადის შეტანის პროცესის გაჭიანურება.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩივილი საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2006 წლის ბოლოს რუსეთიდან გამოასახლეს და სამშობლოში ძალით დააბრუნეს საქართველოს 2500-მდე მოქალაქე. ამ პროცესს მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია.
[დეპორტირებულის ხმა] ”ერთად ვიყავით 2 თვის განმავლობაში. ბოლო წუთებში ჩემ ხელში მოკვდა...”
[დეპორტირებულის ხმა] ”მე თვითონ გავაკეთე დეპორტი. იძულებული ვიყავი წამოვსულიყავი, იმიტომ რომ იქ ძალიან გვავიწროებდნენ.”
ამ და სხვა მოქალაქეების უფლებათა შელახვის ფაქტების შესასწავლად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად საქართველოს პარლამენტში სპეციალური კომისია მუშაობდა. მის მიერ მომზადებულ 73 გვერდიან დასკვნაში წერია, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ მასობრივად და კანონსაწინააღმდეგოდ იქნა შელახული საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები, რომელიც განმტკიცებულია როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ასევე რუსეთის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. ამის საფუძველზე პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაავალა, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
[გია ქავთარაძის ხმა] ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრის გია ქავთარაძის ასეთმა პოზიციამ ოპოზიციაში კიდევ უფრო გააღრმავა ადრე გაჩენილი ეჭვი, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ვერ გადაუწყვეტია იჩივლოს თუ არა სტრსბურგის სასამართლოში. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მოსაზრებებს შეგახსენებთ.
[გია თორთლაძის ხმა] ”პათოსი იყო ისეთი, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს...”
კიდევე ერთი ოპოზიციონერის, გიორგი ცაგარეიშვილის, მოსაზრება:
[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] ”მე ისიც მახსოვს, როგორ უპატაკა ბატონმა ქავთარაძემ... ეს არის ლიტონი სიტყვები.”
იუსტიციის სამინისტროში ბოლო დრომდე თავს იკავებდნენ განმარტებებისაგან. ჩემთან ინტერვიუში მთავრობის ასეთი ქმედებებით გამოწვეულ დაბნეულობას ვერ ფარავდა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე. მას ვერ გაეგო დაეყენებინა თუ არა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხი:
[ელენე თევდორაძის ხმა] ”ვაპირებდი იქ შეტანას საკითხის რუსეთ საქართველოს ურთიერთობისა, რაც იქ არ გავიდა. ამაზე მე მივიღე შეტყობინება, რომ არ დავაყენო...” (სტილი დაცულია)
26 მარტის საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 27 მარტს იუსტიციის სამინისტრო გააკეთებს.
XS
SM
MD
LG