Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალის გარდამავალი პერიოდის მთავრობაში დღეიდან


ნეპალის გარდამავალი პერიოდის მთავრობაში დღეიდან 5 ყოფილი კომუნისტი მეამბოხეც მუშაობს.

ნეპალის გარდამავალი პერიოდის მთავრობაში დღეიდან 5 ყოფილი კომუნისტი მეამბოხეც მუშაობს.
ეს სიახლე მიჩნეულია მნიშვნელოვან ნაბიჯად სამშვიდობო პროცესში, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს 10-წლიან სამოქალაქო ომს. პრემიერ-მინისტრ გირიჯა პრასად კოირალას მთავრობის ამოცანაა ნეპალის გაძღოლა ივნისის არჩევნებამდე, რომელიც კონსტიტუციაზე მომუშავე ასამბლეის შემადგენლობას გაარკვევს. ეს ორგანო გადასინჯავს ნეპალის კონსტიტუციას და მიიღებს გადაწყვეტილებას მონარქიის როლზე. მაოისტმა მეამბოხეებმა შარშან შეწყვიტეს შეიარაღებული ბრძოლა, მეფე გიანენდრას მმართველობის დამხობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG