Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იუშჩენკო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის


ვიქტორ იუშჩენკო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ცდილობდა დღეს,

ვიქტორ იუშჩენკო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ცდილობდა დღეს,
როცა ის საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდა. წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ მან ტელევიზიით ამცნო საზოგადოებას, რომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას პარლამენტის დაშლის და არჩევნების დანიშვნის შესახებ. (იუშჩენკოს ხმა) “პატივცემულო უკრაინელო ხალხო, დღეს მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებას მეხუთე მოწვევის უმაღლესი რადას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ”.
მან თქვა, რომ ამ ნაბიჯს დგამს, რადგან პარლამენტი არღვევდა კონსტიტუციას. პრეზიდენტამ მომავალი არჩევნები 27 მაისისთვის დაინიშნა. პარლამენტის სპიკერმა ოლექსანდერ მოროზმა უმრავლესობის მქონე პრორუსული კოალიციიდან კანონმდებლებს უთხრა, რომ იუშჩენკოს არ აქვს კანონიერი საფუძველი მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG