Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ დაკავებულ 15 ბრიტანელ მეზღვაურს

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ დაკავებულ 15 ბრიტანელ მეზღვაურს
შეიწყალებენ და გაათავისუფლებენ. "ვაცხადებ, რომ ირანის ხალხი და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა - რომელთაც სრული უფლება აქვთ, გაასამართლონ ეს სამხედროები - იწყალებენ და ათავისუფლებენ მათ. ეს ბრიტანელების მიმართ საჩუქარია." ამავე დროს მან თქვა, რომ ირანი არავის მისცემს მისი საზღვრების დარღვევის უფლებას. ეს განცხადება აჰმადინეჟადმა დღეს გააკეთა კონფერენციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა თეირანში. 23 მარტს ირანმა ბრიტანეთის 15 წარმომადგენელი დააკავა. თეირანი მათ ირანის ტერიტორიულ წყლებში შესვლას სდებს ბრალად.
XS
SM
MD
LG