Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და მისი მეტოქე, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და მისი მეტოქე, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი
მოლაპარაკებებს გამართავენ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის მოგვარების მიზნით. ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები სამშაბათს ჩაიშალა. ორშაბათს პრეზიდენტმა იუშჩენკომ გამოსცა ბრძანებულება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. მან იანუკოვიჩის მომხრე პარლამენტარებს ბრალი დასდო პრეზიდენტის გუნდის წევრთა გადაბირებაში. მაგრამ დღეს იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მმართველი კოალიცია და მთავრობა არ არიან მზად ახალი არჩევნებისთვის: "სანამ ეს საკითხი განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ არჩევნებისთვის არავითარ სამზადისს არ დავიწყებთ." პარლამენტმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, შეისწავლოს პრეზიდენტის ბრძანებულების კანონიერება. იანუკოვიჩმა ამ ბრძანებულებას საბედისწერო შეცდომა უწოდა.
XS
SM
MD
LG