Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ და


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ და პრემიერ-მნისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პოზიციები შეარბილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ და პრემიერ-მნისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პოზიციები შეარბილეს
ერთმანეთთან დაპირისპირებაში. იანუკოვიჩის განცხადებით, ის შესაძლოა დაყაბულდეს ვადამდელ არჩევნებს, რასაც პრეზიდენტი იუშჩენკო მოითხოვს. იანუკოვიჩის განმარტებით, მან შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის წინაღამდეგ მიმართულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე იანუკოვიჩმა და მისმა მოკავშირეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვეს განიხილოს, რამდენად კანონიერი იყო იუშჩენკოს მიერ 2 აპრილს პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. რაც შეეხება პრეზიდენტ იუშჩენკოს, მან დღეს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
XS
SM
MD
LG