Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი არავის


ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი არავის მიემხრობა უკრაინის პოლიტიკურ კრიზისში

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი არავის მიემხრობა უკრაინის პოლიტიკურ კრიზისში
და ორივე დაპირისპირებულ მხარეს მოუწოდებს კომპრომისის გამონახვისაკენ. ამ კომენტარით ჟოზე მანუელ ბაროზუ გამოვიდა ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ. იუშჩენკომ კი გამოთქვა უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის დემოკრატიული გზით მოგვარების მხარდაჭერა და დასძინა, რომ არ აპირებს ძალის გამოყენებას. 2 აპრილს იუშჩენკომ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების მოწოდებით გამოვიდა. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი უკანონოდ მიიჩნევს ამ ნაბიჯს. მან და მისმა მოკავშირეებმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც დღეს დაიწყო ამ საკითხის განხილვა.
XS
SM
MD
LG