Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალინის ცენტრში საბჭოთა ჯარისკაცების საძმო


ტალინის ცენტრში საბჭოთა ჯარისკაცების საძმო საფლავის გათხრა დაიწყო.

ტალინის ცენტრში საბჭოთა ჯარისკაცების საძმო საფლავის გათხრა დაიწყო.
საფლავი მეორე მსოფლიო ომის იმ მემორიალთან მდებარეობს, რომელიც უკვე აიღეს. ესტონეთის პრემიერ მინისტრის, ანდრუს ანსიპის განცხადებით, ჯარისკაცებს სამხედრო სასაფლაოზე გადაასვენებენ. პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ”სერიოზული შეშფოთება” გამოხატა ესტონეთში მიმდინარე მოვლენების გამო. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინი ამის შესახებ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ტელეფონით ესაუბრა. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და მერკელმა ესტონეთში შექმნილ ”კრიზისულ ვითარებაზე” ილაპარაკეს. ესტონეთის პოლიცია აცხადენს, რომ პარასკევს ღამით არულობის შედეგად 96 ადამიანი დაშავდა, და დაკავებულია 600 პირი. არეულობა ესტონეთის მთავრობის მიერ მეორე მსოფლიო ომის პატივსაცემად საბჭოთა პერიოდში აღმართული მემორიალის აღებას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG