უკრაინაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად, რეკომენდაციები უნდა შეიმუშავოს.
პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა რეკომენდაციები 7 მაისს უნდა წარმოადგინოს. უნდა განისაზღვროს არჩევნების ჩატარების შესაძლო თარიღი და საკანონმდებლო ბაზასთან შესაბამისი პროცედურები. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე პარასკევს შეთანხმდნენ, რათა დასრულდეს მწვავე
პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკრაინაში ბოლო კვირების მანძილზე შეიმჩნევა.