Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ მზადყოფნა გამოხატა, შეხვდეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ მზადყოფნა გამოხატა, შეხვდეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს.
კვირას ტელეარხ "ალ-არაბიასთვის" მიცემულ ინტერვიუში მოტაკიმ თქვა, რომ ეს მოლაპარაკებები კარგად უნდა მომზადდეს. 3 მაისს ეგვიპტეში, ერაყთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე, მოტაკი და რაისი მიესალმნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ კულუარებში შედგა ორი ქვეყნის დელეგაციების უფრო დაბალი რანგის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა.

XS
SM
MD
LG