Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის პროგნოზით


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის პროგნოზით, მისი ქვეყანა მას შემდეგაც განაგრძობს აშშ-ის გვერდში დგომას,

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის პროგნოზით, მისი ქვეყანა მას შემდეგაც განაგრძობს აშშ-ის გვერდში დგომას,
ავღანეთთან და ერაყთან მიმართებით, რაც ის თავად პოსტს დატოვებს. ეს განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა 17 მაისს, ვაშინგტონში, პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მან და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთობლივად გამართეს. მანამდე, ტონი ბლერი და ჯორჯ ბუში ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ და განიხილეს შექმნილი სიტუაცია ერაყში და ახლო აღმოსავლეთში. პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა ირანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი ქვეყანა კვლავაც განაგრძობს საერთაშორისო მოთხოვნის უგულებელყოფას – შეწყვიტოს ურანის გამდიდრება – გაერომ მისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხი უნდა განიხილოს. ვაშინგტონში ვიზიტი ტონი ბლერისთვის პრემიერ-მინისტრის რანგში ბოლოა. ის პოსტს ივნისის ბოლოს დატოვებს.
XS
SM
MD
LG