Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა დღეს ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად.

სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა დღეს ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად.
დანაღმული ავტომობილები აფეთქდა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ბაზარში. ჰარდრას რაიონში მეამბოხეები თავს დაესხნენ ავტომანქანას, რომელშიც სამი პოლიციელი მგზავრობდა. ორი მათგანი დაიღუპა, მესამე დაიჭრა. ქალაქის კიდევ ერთ რაიონში პოლიციის თანამშრომლები ნაღმზე აფეთქდნენ. ერთი დაიღუპა, სამი - დაიჭრა. დასავლეთ ერაყში, პროვინცია ანბარში, ამერიკის ჯარებმა დღეს 12 მძევალი გაათავისუფლეს. მანამდე იმავე რაიონში ხუთი ადამიანის განთავისუფლება მოხერხდა. შეტაკებაში დაიღუპა 9 მეამბოხე.
XS
SM
MD
LG