Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში განაჩენი გამოუტანა 12 მამაკაცს


სერბიაში განაჩენი გამოუტანა 12 მამაკაცს, 2003 წელს ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებით.

სერბიაში განაჩენი გამოუტანა 12 მამაკაცს, 2003 წელს ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებით.
სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის ორგანიზატორი იყო პოლიციის სპეცრაზმის ყოფილი მეთაური, მილორად ულემეკი, ხოლო მკვლელობის შემსრულებელი - ულემეკის მოადგილე ზვეზდან იოვანოვიჩი. ორივეს მაქსიმალური ვადით, 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შეთქმულების დანარჩენ მონაწილეებს სხვადასხვა ვადით, 8-დან 35 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. განაჩენი წაიკითხა მთავარმა მოსამართლე ნატა მესაროვიჩმა, რომლის თქმითაც 12-მა მსჯვარდებულმა მოაწყო შეთქმულება ჯინჯიჩის მოსაკლავად, მისი პრო-დასავლური რეფორმების შეჩერების, ხელისუფლების სათავეში სერბიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის მოკავშირეების დაბრუნებისა და ჰააგის სასამართლოში - სერბი ეჭვმიტანილების ექსტრადიციისთვის ბოლოს მოღების მიზნით.
XS
SM
MD
LG