Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოიწურა გაეროს მიერ ირანისთვის ურანის


ამოიწურა გაეროს მიერ ირანისთვის ურანის გამდიდრების შესაწყვეტად მიცემული ვადა.

ამოიწურა გაეროს მიერ ირანისთვის ურანის გამდიდრების შესაწყვეტად მიცემული ვადა.
გაეროს საერთაშორისო ატომური სააგენტო საღამოს გამოშვებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ირანმა კვლავაც არ შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა და პირიქით, გააფართოვა ბირთვული პროგრამის მასშტაბი. ამავე ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო ატომური სააგენტოს უნარი, შეამოწმოს ირანის ბირთვული პროგრამა, გაუარესდა იმის გამო, რომ არ ეძლევა ირანში შესაბამის ობიექტებზე მისვლის საშუალება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას ბარნსის განცხადებით, აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის მიუღებელია ირანის მიერ ურანის გამდიდრების თუნდაც შეზღუდული პროგრამა. დასავლეთის მთავრობებს ეჭვი აქვთ, რომ ირანი იყენებს სამოქალაქო ბირთვულ პროგრამას ატომური იარაღის შესაქმნელად. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას და ირწმუნება, რომ ბირთვული ენერგია მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ხმარდება.
XS
SM
MD
LG