Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დღეს შეერთებულ შტატებს ბრალი


ირანმა დღეს შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო ჯაშუშური ქსელის ქონაში,

ირანმა დღეს შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო ჯაშუშური ქსელის ქონაში,
რომელიც ირანის სასაზღვრო რაიონებში საბოტაჟს ისახავს მიზნად. ირანის მედიაში გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ შვეიცარიის ელჩი ირანში, რომელიც ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების ინტერესებს წარმოადგენს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს შეერთებული შტატების მხრიდან "მტრული ჩარევის გამო". ეს ბრალდება ამერიკისა და ირანის დიპლომატების შეხვედრის წინა დღეს გაკეთდა. ამ შეხვედრას განიხილავენ, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG