Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაახლოებით 150 პოლიციელი დაშავდა 2


დაახლოებით 150 პოლიციელი დაშავდა 2 ივნისს, გერმანიის ქალაქ როსტოკში, ანტიგლობალისტების საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას.

დაახლოებით 150 პოლიციელი დაშავდა 2 ივნისს, გერმანიის ქალაქ როსტოკში, ანტიგლობალისტების საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას.
ევროპის სხვადასხვა ნაწილიდან ჩასული ათობით ათასი ადამიანის პროტესტი მიმართული იყო დიდი რვიანის სამიტის წინააღმდეგ. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენა, რაც დემონსტრანტთა ერთმა ჯგუფმა მას ქვები და ბოთლები დაუშინა და ჯოხებით შეუტია. დაშავებული და დაკავებული დემონსტრანტების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
თუმცა იუწყებიან, რომ პოლიციას მხოლოდ დემონსტრანტთა ერთი ნაწილი დაუპირისპირდა. ხოლო მთლიანობაში აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აქციაში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა თავად ორგანიზატორების მტკიცებით, როსტოკის ქუჩებში დღეს 80 ათასი ადამიანი გამოვიდა. დიდი რვიანის სამიტი გერმანიის საკურორტო ქალაქ ჰაილიგენდამში 6-8 ივნისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG