Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმირ პუტინი


მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ სანკტ-პეტერბურგში,

მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ სანკტ-პეტერბურგში,
კონსტანტინეს სასახლეში. თბილისის დროით 13 საათზე დაწყებულმა შეხვედრამ დაგეგმილზე მეტ ხანს გასტანა. მოლაპარაკების შემდეგ შემდეგ პრეზიდენტებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დაწყებამდე. რუსეთის პრეზიდენტი გულთბილად მიესალმა საქართველოს პრეზიდენტს და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. პუტინის თქმით, ის ყოველთვის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით ხელმძღვანელობდა. გულთბილი და იმედიანი იყო მიხეილ სააკაშვილის მისალმებაც: (მიხეილ სააკაშვილის ხმა) "ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა მოხერხდა. ორ ქვეყანას შორის დაგროვდა საინტერესო და მათ შორის – მწვავე საკითხები. ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალ-ყურს თქვენს გამოსვლებს დიდი რვიანის სამიტზე და მანამდე გამართულ სხვა სამიტებზე. ბუნებრივია, საქართველო არა მხოლოდ მზად არის, არამედ ვალდებულიც არის წარმართოს ნაყოფიერი დიალოგი რუსეთთან. ჩვენ არა მხოლოდ – ნორმალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს, არამედ უნდა გვქონდეს ყველაზე მეგობრული და ახლო ურთიერთობა. ეს არის რუსეთთან მიმართებით ჩვენი სტრატეგიული მიდგომის ყველაზე მთავარი პრინციპი. ჩვენ უნდა გვქონდეს ახლო და მეგობრული ურთიერთობა, დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე." ასეთი განწყობით დაიწყო პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეხვედრა რუს კოლეგასთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარ იყო ჩამოყალიბებული პრეზიდენტების მიერ განსახილველი საკითხების ნუსხა, რომელშიც მთავარი აქცენტი კონფლიქტების მოგვარების საკითხში რუსეთის როლზე კეთდებოდა. მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციაში დღეს, გამთენიისას გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაში, რომელიც 10 ივნისს გაიხსნება. არაფორმალური სამიტის ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ისევ შეხვდებიან, სადაც გარკვეულ საკითხებზე საუბრის საშუალება ექნებათ. 9 ივნისს, ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე, სანკტ-პეტერბურგში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა.
XS
SM
MD
LG