Accessibility links

logo-print

ვენაში დაწყებულ კონფერენციაზე მსჯელობენ ევროპაში


ვენაში დაწყებულ კონფერენციაზე მსჯელობენ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების მომავალზე.

ვენაში დაწყებულ კონფერენციაზე მსჯელობენ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების მომავალზე.
საქმე ეხება საგანგებო კონფერენციას, რომელიც რუსეთის მოთხოვნით იმართება და 4 დღე გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აპრილში გააკეთა განცხადება ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე მორატორიუმის შესახებ. მოგვიანებით რუსეთმა განაცხადა, რომ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას, მაგრამ საჭიროდ მიაჩნია ხელშეკრულებისთვის ახალი იმპულსის მინიჭება. კონფერენციაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძის ხელმძღვანელობით.
XS
SM
MD
LG