Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს. გაერთიანების


ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს. გაერთიანების წევრი 27 ქვეყნის ხელისუფალების ყურადღების ცენტრშია რეფორმირებული ხელშეკრულება, რომელმაც,

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს. გაერთიანების წევრი 27 ქვეყნის ხელისუფალების ყურადღების ცენტრშია რეფორმირებული ხელშეკრულება, რომელმაც,
შესაძლოა, ევროპის კონსტიტუციის პროექტის არსებული ვარიანტი ჩაანაცვლოს. თუმცა ხელშეკრულების პროექტი ბოლომდე არ აკმაყოფილებს დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთს. ვარშავა მოითხოვს, რომ დოკუმენტში შეიცვალოს კენჭისყრის წესი. ლონდონი კი, აუცილებლად მიიჩნევს ევროპული ინსტიტუტების ძალაუფლების შეზღუდვას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც რამდენიმე დღეში თავის პოსტს დატოვებს, იმედი აქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნები საერთო ენას გამონახავენ: (ტონი ბლერის ხმა) "რასაკვირველია, ჩვენ გვსურს, რომ ევროპამ უფრო ეფექტიანად იმუშაოს. დღეს ევროპაში თითქმის ორჯერ მეტი ქვეყანაა და ამ საკითხის მოგვარება საჭიროა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ კიდეც." ტონი ბლერმა ეს განცხადება 21 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ გააკეთა. ევროკავშირის სამიტმა მუშაობა, გრაფიკის მიხედვით, 22 ივნისს უნდა დაასრულოს. თუმცა ვრცელდება ცნობა, რომ გაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერები მოლაპარაკებებს შაბათ-კვირასაც გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG